2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.02 თეთრით 3.1042-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1025 შეადგინა.
დოლარის მსგავსად ლარი ევროსთან და ფუნტთანაც გამყარდა. 1 ევრო 2.68 თეთრით ნაკლები 3.6906 ეღირება, ფუნტის ფასი კი 4.3161-ით განისაზღვრა, რა 5.09 თეთრიან გამყარებას ნიშნავს.
რაც შეეხება რეგიონულ ვალუტებს Bloomberg-ზე თურქული ლირა 1.19%-ით 8.3567-მდე გამყარდა, აზერბაიჯანული მანათი 0.01%-ით 1.6991-მდე, რუსული რუბლი 0.52%-ით 72.7889-მდე, ხოლო დრამი პირიქით 0.92%-ით 492.30-მდე გაუფასურდა.