ირაკლი ლექვინაძე-“ლარი კურსი დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა “

ირაკლი ლექვინაძე-“ლარი კურსი დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა “

access_time2019-11-05 13:36:50

კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო ვალდებულებები დოლარში, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა ლარის კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის ნაწილია და შესაბამისად, რეგიონში არსებული პროცესები მასზე გავლენას ახდენს.


„ასევე, დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყნაში. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და აისახება იმ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები დოლარში. ამიტომ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად, მაღალი კურსის გავლენის შედეგია. კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვისაც, რადგანაც გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათ გაყიდვებზეც რეალურად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაკადის მოზიდვის მიმართულებით გააქტიურება.

„ვფიქრობ, მაქსიმუმია გასაკეთებელი, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა გაიზარდოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზე და მათ შორის ვასახელებთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციას, ესეც არის ერთ-ერთი გავლენის მომხდენი. არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ამან გადაწონოს უპირატესობები, რაც გაგვაჩნია – ეს არის დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთხოება თუ ჩვენი ლოჯისტიკური უპირატესობები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო აქტივობის გაზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რამაც შეიძლება, გარკვეულ პერიოდში კურსის უფრო მიზანშეწონილი მაჩვენებელი მოიტანოს.








ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up