ლარი იანვარში სავაჭრო პარტნიორების ვალუტების უმრავლესობასთან მიმართებაში გაუფასურდა

ლარი იანვარში სავაჭრო პარტნიორების ვალუტების უმრავლესობასთან მიმართებაში გაუფასურდა

access_time2021-02-09 18:00:21

იანვარში ლარი დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ 0.8%-ით გაუფასურდა. სხვა ძირითად ვალუტებთან და სავაჭრო პარტნიორის ფულის ერთეულებთანაც გამყარების/გაუფასურების მაქსიმალური მაჩვენებელი 2.4%-ს არ გასცდენია. წლის პირველ თვეში ეროვნულმა ბანკმა კურსის შესანარჩუნებლად ორჯერადი ინტერვენციის შედეგად $80 მლნ გაყიდა, თუმცა ამ ინტერვენციებს რეზერვები არ შეუმცირებია, 31 იანვრის მდგომარეობით ის $4.1 მლრდ-ს შეადგენს და 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს 17.8%-ით აღემატება.


1-ელ იანვარს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2766-ს შეადგენდა, 31 იანვარს 3.3026-ს. მაქსიმალური 3.3074-იანი მაჩვენებლი 6 იანვარს დაფიქსირდა. იმავე პერიოდში დაახლოებით იმავე მოცულობით, 0.9%-ით გაუფასურდა ლარი ფუნტთან, ევროსთან კი 0.5%-ით გამყარდა. 1 ევრო თვის ბოლოს 4 ლარი ღირდა, ხოლო 1 ფუნტი 4.52. შვეიცარულ ფრანკთან კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა და მისი ღირებულება 31 იანვარს 3.72-ს შეადგენდა.


რაც შეეხება რეგიონულ ვალუტებს, ლარი #1 სავაჭრო პარტნიორ თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან 2.4%-ით გაუფასურდა. თუ თვის დასაწყისში 1 ლირა 43.99 თეთრი ღირდა, თვის ბოლოს 45.04 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ლარზე მეტად ლირა უფასურდებოდა და შესაბამისად ლარი ლირასთან მიმართებაში მყარდებოდა. 2013 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დოლარი 1.66 ლარი ღირდა, ლირის შეძენა 93 თეთრად იყო შესაძლებელი. 8 წლის შემდეგ დოლარი 2-ჯერ გაძვირდა, ლირა კი ამდენივეჯერ გაიაფდა.


აზერბაიჯანულ მანათთან ლარი ერთ თვეში 0.8%-ით გაუფასურდა. სომხურ დრამთან 2-ჯერ უფრო მეტად - 1.6%-ით. 1 მანათი 31 იანვარს 1.9442 ღირდა, 1000 დრამი - 6.3726.



ერთადერთი მეზობელი, რომლის ვალუტასთანაც ლარი 1.2%-ით მგამყარდა, რუსული რუბლი იყო. თუ 1-ელ იანვარს 100 რუსული რუბლის შესაძენად 4.3912 ლარი იყო საჭირო, 31 იანვარს ოფიციალური კურსი 4.3383-ს შეადგენდა.


რაც შეეხება სხვა სავაჭრო პარტნიორებსა და მსოფლიო ვალუტებს იანვარში ლარი უკრაინულ გრივნასთან მიმართებაში 1.6%-ით, ხოლო ჩინურ იანთან მიმართებაში 2.4%-ით გაუფასურდა. იმავე პერიოდში ლარი იაპონურ იენთან 0.9%-ით გამყარდა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up