ლარი გაუფასურებას განაგრძობს – სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზსს აკეთებენ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზსს აკეთებენ

access_time2019-07-25 15:30:00


ლარი გაუფასურებას განაგრძობს.  Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:30 საათზე ერთი დოლარი 2,9200 ლარად ივაჭრება.



ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბანკზე “თიბისიზე” შეტევა უკვე აისახა ეროვნული ვალუტის კურსზეც. ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 90 თეთრია, თუმცა ის გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, სადაც 1 დოლარის ფასი 2 ლარსა და 96 თეთრს აღწევს.


ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნაზე გავლენა TBC ბანკზე შეტევამაც განაპირობა.



გარდა ამისა, ეკონომისტის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ლარს შესაძლოა უშველოს გარედან ფულის შემოდინებამ, თუმცა არსებულ სიტუაციაში ეს გამორიცხულია.


„თებერვლის დასაწყისი, იანვრის ბოლოდან თუ დავაკვირდებით ლარის გაუფასურებამ დრამატული ხასიათი სწორედ აქედან მიიღო. შემდეგ არის უკვე კასკადი იმ სხვადასხვა კრიზისებისა, რომელიც შეიქმნა. მოლოდინების შემქმნელების სიტყვა, ჩემდა სამწუხაროდ უფრო გაუფასურებულია, ვიდრე თავად ეროვნული ვალუტა არის. არც მანამდე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ იყო ცუდი. იყო ნორმალური და კარგი მაგრამ შესაბამისი პოზიტიური მოლოდინი ვერ შექმნა ვერავინ. კიდევ არის ბიზნესმენების განწყობები. ეს ბიზნესმენები კი მთლად პოზიტიურ სურათს ყველაზე რბილად რომ ვილაპარაკო არ უყურებენ წლიდან მოყოლებული. ლარს უნდა უშველოს გარედან ფულის მეტმა შემოდინებამ. რასთანაც საქმე ფიზიკურად ვერ გვექნება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. რომელი სასამართლო უნდა ელაპარაკოს ინვესტორებს, რომ აქ მეტი ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს მაშინ როდესაც თითქმის ნახევარ მილიარდ ლარამდე გუშინდელი საჯაროდ აღრიცხული კომპანიების ზარალი ოთხივე ქართული კომპანიის დაახლოებით ესე ფასდება,“-განაცხადა გიორგი ისაკაძემ.


ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამოც არ შემოდის ქვეყანაში ინვესტიცია და ვერ უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, კვლავ გაძვირდეს პროდუქტი, წამლები და საწვავი.


„ბუნებრივია არამარტო ხაზარაძის ფაქტორი, არამედ ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ, იქნება ეს თქვენი საქმე, იქნება ეს სხვა ბევრი უამრავი დეტალის ჩამოთვლა შეიძლება, რაც საერთო ჯამში ქმნის იმ ფონს, რა ფონიც არის შექმნილი ქვეყანაში. მთლიანი ნიჰილიზმის ფონი. არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი უცხოური პირდაპირი პოზიციების შემცირების და აქციები, პოლიტიკური აქციები, ან მიტინგები. ბუნებრივია, როდესაც ლარი უფასურდება ჩათვალეთ რომ 70%, შეიძლება ცოტა ნაკლები საქონლის და მომსახურებისა არის გაძვირების რისკის ქვეშ, რადგან იმპორტირებულია. უშუალოდ დიდი დარტყმას ამ დროს იღებს ნავთობპროდუქტები და მედიკამენტები,“-განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.



timer.ge




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up