„ამ პერიოდს ყოველთვის ახასიათებს მსგავსი რყევები და ლარის გაუფასურების ნაწილში ყველაზე რთულ პერიოდად მიიჩნევა ხოლმე ნოემბერი,“- აცხადებს ტერაბანკის ხაზინის დეპარტამენტის უფროსი, რეზი მაკალათია რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო“. მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაა.
„ლარი გააუფასურა არჩევნებთან დაკავშირებულმა მითქმა-მოთქმამ. ლარის კურსის გაუფასურება დღეს არ დაწყებულა, უკვე ერთი თვეა მკვეთრი მერყეობა შეინიშნება ბაზარზე. ასევე, ეკონომიკის ნაწილში ჩვენ ზრდა არ გვქონია , რამაც კლიენტებში უარყოფითი მოლოდინები გააჩინა. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციამ ბოლომდე არ დააკმაყოფილა განაცხადების რაოდენობა და 2.8 მილიონი დოლარი არ შეიძინეს ბანკებმა. ეს იმაზე მიუთითებს,რომ ბაზარზე საჭიროზე მეტი დოლარი იყო. შესაბამისად, არასაჭიროებიდან გამომდინარე მოხდა ვალუტა შეძენა, შემდეგ კი გაყიდვა, როდესაც მიხვდნენ რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა პლატფორმების დამატება მოხდა, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთ დღეში მსგავსი ტიპის ვარდნების პრევენციაა,“- ამბობს რევაზ მაკალათია.