25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1095 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0,02 თეთრით 3.4927-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.57 თეთრით 4.1470-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3,79 თეთრით 6.4650-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.20 თეთრით 4.1732-მდე გამყარდა. აზერბაიჯანულ მანათთან კი ლარი 0.21 თეთრით 1.8328-მდე, ხოლო თურქულ ლირასთან 0.99 თეთრით 0.2590-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.14%-ით 11.9701-მდე, დრამი 0.39%-ით 481.5000-მდე გამყარდა. აზერბაიჯანული მანათი 0.08%-ით 1.6984-მდე, რუბლი კი 0.47%-ით 74.6158-მდე გაუფასურდა.