24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.19 თეთრით 3.1153-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1130 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2 თეთრით 3.4935-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 2.14 თეთრით 4.1627-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.89 თეთრით 6.5029-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.86 თეთრით 4.1752-მდე, ხოლო თურქულ ლირასთან 2.92 თეთრით 0.2491-მდე გამყარდა. აზერბაიჯანულ მანათთან კი ლარი 0.03 თეთრით 1.8307-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 7.49%-ით 11.8627-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.12%-ით 1.6975-მდე გაუფასურდა. დრამი 0.42%-ით 480.0600-მდე, რუბლი კი 0.64%-ით 74.8526-მდე გამყარდა.