25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.01 თეთრით 3.1401-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1353 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.56 თეთრით 3.6497-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.09 თეთრით 4.3220-მდე, ხოლო თურქულ ლირასთან 0.42 თეთრით 0.3223-მდე გამყარდა. ლარი 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით 4.4921-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.99 თეთრით 6.5941-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.04 თეთრით 1.8467-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.61%-ით 9.6667-მდე გამყარდა. დრამი 0.85%-ით 476.2800-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.04%-ით 1.6992-მდე, რუბლი კი 0.84%-ით 69.9520-მდე გაუფასურდა.