ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.02 თეთრით 3.1300-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1216 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.01 თეთრით 3.6192-მდე , ბრიტანულ ფუნტთან კი 0.22 თეთრით 4.2640-მდე, თურქულ ლირასთან 0.13 თეთრით 0.3493-მდე გამყარდა. ლარი 1000 სომხურ დრამთან 1.70 თეთრით 6.5310-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.35 თეთრით 4.3688-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.11 თეთრით 1.8403-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.03%-ით 8.9664-მდე, ხოლო რუბლი 0.05%-ით 71.7171-მდე გაუფასურდა. აზერბაიჯანული მანათი 0.05%-ით 1.6995-მდე, ხოლო დრამი 0.03%-ით 479.13-მდე გამყარდა.