6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.51 თეთრით 3.1484-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1435 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.27 თეთრით 3.6326-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3529-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.26 თეთრით 4.2705-მდე გამყარდა. ლარი 1000 სომხურ დრამთან 1.31 თეთრით 6.5016-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.30 თეთრით 1.8511-მდე გამყარდა, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 0.63 თეთრით 4.3349-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.29%-ით 8.8982-მდე, რუბლი 0.19%-ით 72.4638-მდე, აზერბაიჯანული მანათი კი 0.19%-ით 1.7008-მდე გამყარდა, ხოლო დრამი 0.44%-ით 484.25-მდე გაუფასურდა.