5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.22 თეთრით 3.1433-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1350 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.34 თეთრით 3.6453-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.04 თეთრით 6.4885-მდე, თურქულ ლირასთან 0.09 თეთრით 0.3550-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.62 თეთრით 4.2831-მდე გაუფასურდა. ლარი აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8481-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 2.39 თეთრით 4.3286-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.07%-ით 8.8515-მდე, ხოლო დრამი 0.40%-ით 484.44-მდე გაუფასურდა. რუბლი 0.11%-ით 72.5254-მდე, აზერბაიჯანული მანათი კი 0.15%-ით 1.7000-მდე გამყარდა.