23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით 6.4547-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდა, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.74%-ით 8.5964-მდე, რუბლი 0.34%-ით 72.7639-მდე, დრამი კი 0.63%-ით 482.75-მდე გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანულ მანათი 0.09%-ით 1.6990-მდე გამყარდა.