7 ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.35 თეთრით 3.1449-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1300 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.23 თეთრით 3.6349-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 0.37 თეთრით 4.2742-მდე,1000 სომხურ დრამთან 5.11 თეთრით 6.5527-მდე, თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.3543-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 2.43 თეთრით 4.3592-მდე გაუფასურდა. ლარი აზერბაიჯანულ მანათთან 0.30 თეთრით 1.8481-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.06%-ით 8.8747-მდე, რუბლი 0.69%-ით 71.9471-მდე, აზერბაიჯანული მანათი კი 0.19%-ით 1.6975-მდე, ხოლო დრამი 0.35%-ით 479.94-მდე გაუფასურდა.