ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.17 თეთრით გამყარდა და 24 ივნისის ოფიციალური კურსი 3.1549-ით განისაზღვრა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფრომაზე კი ლარი 0.9 თეთრით 3.1460-მდე გამყარდა.
დოლარისგან განსხვავებით ლარი ევროსთან და ფუნტთან მიმართებაში გაუფასურდა, კერძოდ ევროსთან - 1.5 თეთრით 3.7695-მდე და ფუნტთან 2.45 თეთრით 4.4055-მდე. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების ვალუტებს თურქულ ლირასთან ლარი ამჟერად 0.29 თეთრით 0.3659-მდე გაუფასურდა, 100 რუსულ რუბლთან 2.95 თეთრით 4.3435-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.77 თეთრით 6.1672-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.02 თეთრით 1.8587-მდე გამყარდა.
ვაჭრობის შედეგად რუბლი Bloomberg-ზე 0.61%-ით 72.4770-მდე გამყარდა. 0.1%-ით 8.6430-მდე გამყარდა თურქული ლირა, 0.16%-ით 516.43-მდე გამყარდა სომხური დრამიც. აზერბაიჯანული მანათი კი უმნიშვნელოდ, 0.02%-იტ 1.6991-მდე გამყარდა.