22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.14 თეთრით 3.1134-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1140 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.34 თეთრით 3.5135-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.18 თეთრით 1.8304-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.66 თეთრით 4.1938-მდე, ხოლო თურქულ ლირასთან 0.11 თეთრით 0.2783-მდე გამყარდა. ლარი ბრიტანულ ფუნტთან კი 0.72 თეთრით 4.1841-მდე გაუფასურდა. 1000 სომხურ დრამი კი 6.5318 ლარია.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.25%-ით 11.2598-მდე, დრამი 0.06%-ით 476.8000-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.03%-ით 1.6991-მდე გაუფასურდა, რუბლი 1.80%-ით 74.8173-მდე გამყარდა.