28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.35 თეთრით 3.1207-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1123 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.31 თეთრით 3.6450-მდე, თურქულ ლირასთან ლარი 0.15 თეთრით 0.3512-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 2.02 თეთრით 4.2488-მდე გამყარდა. ლარი აზერბაიჯანულ მანათთან 0.56 თეთრით 1.8384-მდე,100 რუსულ რუბლთან კი 0.34 თეთრით 4.2953-მდე გაუფასურდა, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 1.20 თეთრით 6.4619-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.70%-ით 8.8835-მდე, რუბლი 0.01%-ით 72.6450-მდე, დრამი კი 0.42%-ით 483.63-მდე გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანულ მანათი 0.01%-ით 1.6990-მდე გამყარდა.