16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1141-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კურსმა დღის ბოლოს 3.1100 შეადგინა.
სხვა საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.94 თეთრით 3.6628-მდე გამყარდა, ბრიტანულ ფუნტთან 0.10 თეთრით 4.3049-მდე გაუფასურდა. რეგიონული ვალუტებიდან ლარი თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.3680-მდე გამყარდა, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8301-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.10 თეთრით 4.2956-მდე გაუფასურდა, 1000 სომხურ დრამთან 0.73 თეთრით 6.3854-მდე.
მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 1.04%-ით 8.5226-მდე გაუფასურდა, მანათი 0.01%-ით 1.6993-მდე, რუბლი 0.37%-ით 72.5318-მდე, დრამი 0.07%-ით 488.27-მდე.