29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.21 თეთრით 3.1228-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1147 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.41 თეთრით 3.6409-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 1.24 თეთრით 6.4495-მდე გამყარდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.13 თეთრით 0.3525-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.11 თეთრით 1.8395-მდე გაუფასურდა. ლარი ბრიტანულ ფუნტთან 2.90 თეთრით 4.2198-მდე და 100 რუსულ რუბლთან 0.29 თეთრით 4.2924-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.25%-ით 8.8530-მდე, რუბლი 0.04%-ით 72.7481-მდე, დრამი კი 0.03%-ით 485.13-მდე გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანულ მანათი 0.01%-ით 1.6991-მდე გამყარდა.