26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.62 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1095 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0,04 თეთრით 3.4931-მდე გაუფასურდა. ბრიტანულ ფუნტთან 2.37 თეთრით 4.1233-მდე, 1000 სომხურ დრამთან 7.75 თეთრით 6.3875-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.84 თეთრით 4.1048-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.27 თეთრით 1.8201-მდე, ხოლო თურქულ ლირასთან 0.35 თეთრით 0.2555-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 1.60%-ით 12.1851-მდე, დრამი 0.69%-ით 484.8500-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.10%-ით 1.6992-მდე, რუბლი კი 0.71%-ით 75.2095-მდე გამყარდა.