17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.29 თეთრით 3.1112-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღეის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.25 თეთრით 3.6653-მდე გაუფასურდა და ბრიტანულ ფუნტთან 1.39 თეთრით 4.2910-მდე გამყარდა. მეზობელი სახელმწიფოების ვალუტებიდან ლარი ყველასთან გამყარდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.65 თეთრით 0.3615-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.18 თეთრით 1.8283-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.39 თეთრით 4.2817-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.09 თეთრით 6.3645-მდე.
რეგიონული ვალუტებიდა, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.74%-ით 8.5964-მდე გაუფასურდა, მანათი 0.02%-ით 1.6987-მდე, რუბლი 0.43%-ით 72.6792-მდე, დრამი 0.01%-ით 488.80-მდე.