15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს 3.1053-იანი კურსი დაფიქსირდა.
საერთასორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.63 თეთრით 3.6822-მდე გაუფასურდა, ბრიტანულ ფუნტთან 1.50 თეთრით 4.3039-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან კი ყველას მიმართ გაუფასურდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3690-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8336-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით 4.2856-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.23 თეთრით 6.3781-მდე.
რეგიონული ვალუტებიდან აშშ დოლართან მიმართებაში ლირა Bloomberg-ზე 0.06%-ით 8.4466-მდე გაუფასურდა, მანათი 0.01%-ით 1.6992-მდე, რუბლი 0.49%-ით 72.6153-მდე გამყარდა, დრამი 0.15%-ით 488.65-მდე.