28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.66 თეთრით 3.1623-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1582 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.05 თეთრით 3.6686-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.90 თეთრით 6.6183-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.39 თეთრით 1.8593-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.92 თეთრით 4.3491-მდე გაუფასურდა. ლარი 100 რუსულ რუბლთან 0.53 თეთრით 4.4862-მდე, თურქულ ლირასთან 0.30 თეთრით 0.3284-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.47%-ით 9.5464-მდე, დრამი კი 0.03%-ით 477.7000-მდე გამყარდა. აზერბაიჯანული მანათი 0.17%-ით 1.6991-მდე, რუბლი 0.72%-ით 70.2368-მდე გაუფასურდა.