26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.27 თეთრით 3.1428-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1418 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.22 თეთრით 3.6519-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 2.07 თეთრით 4.3427-მდე, ხოლო თურქულ ლირასთან 0.98 თეთრით 0.3321-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.66 თეთრით 4.5287-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.29 თეთრით 1.8496-მდე გაუფასურდა. 1000 სომხურ დრამთან კი 1.25 თეთრით 6.5816-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 1.10%-ით 9.4871-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.05%-ით 1.6992-მდე, რუბლი კი 0.58%-ით 69.4619-მდე გაუფასურდა. დრამი 0.20%-ით 477.4000-მდე გამყარდა.