13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.54 თეთრით 3.1383-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1355 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.87 თეთრით 3.6291-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.14 თეთრით 4.2775-მდე, 1000 სომხურ დრამთან 0.87 თეთრით 6.5500-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.78 თეთრით 4.3689-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.79 თეთრით 1.8488-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.04 თეთრით 0.3476-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.36%-ით 9.0751-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.02%-ით 1.6992-მდე, ხოლო დრამი 0.01%-ით 479.1800-მდე გამყარდა. რუბლი კი 0.01%-ით 71.8537-მდე გაუფასურდა.