12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.29 თეთრით 3.1329-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1330 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.12 თეთრით 3.6204-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 0.21 თეთრით 4.2661-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.03 თეთრით 6.5413-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.06 თეთრით 1.8409-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.13 თეთრით 0.3480-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.77 თეთრით 4.36118-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.20%-ით 9.0204-მდე, რუბლი 0.16%-ით 71.9080-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.10%-ით 1.6992-მდე, ხოლო დრამი 0.08%-ით 479.05-მდე გამყარდა.