27 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.1172-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1160 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.01 თეთრით 3.6481-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 0.34 თეთრით 4.2690-მდე გამყარდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3527-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.34 თეთრით 1.8328-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 1.54 თეთრით 4.2919-მდე გაუფასურდა, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 0.11 თეთრით 6.4739-მდე გამყარდა..
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.45%-ით 8.8463-მდე, რუბლი 0.35%-ით 72.6324-მდე, დრამი კი 0.49%-ით 481.56-მდე გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანულ მანათი 0.07%-ით 1.6991-მდე გამყარდა.