29 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.45 თეთრით 3.1197-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1225-ს მიაღწია.
დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 3.80 თეთრით 3.7043-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.51 თეთრით 4.3542-მდე, თურქულ ლირასთან 0.38 თეთრით 0.3667-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.85 თეთრით 1.8324-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.06 თეთრით 4.2641-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.00 თეთრით 6.4470-მდე.
რეგიონული ვალუტებიდან Bloomberg-ზე ლირა 0.65%-ით 8.4982-მდე გამყარდა, რუბლი 0.41%-ით 73.2558-მდე, დრამი 0.05%-ით 483.55-მდე გაუფასურდა, უცვლელად 1.6995-ზე შენარცუნდა მანათის კურსი.