29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.0867-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0,82 თეთრით 3.4849-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.29 თეთრით 4.1204-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.97 თეთრით 6.3578-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.48 თეთრით 1.8153-მდე, თურქულ ლირასთან 1.14 თეთრით 0.2441-მდე გამყარდა. ლარი 100 რუსულ რუბლთან 1.52 თეთრით 4.1200-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 2.83%-ით 12.6864-მდე, დრამი 0.18%-ით 485.4000-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.04%-ით 1.7005-მდე გამყარდა. რუბლი კი 1,29%-ით 74.6405-მდე გაუფასურდა.