რა გავლენა მოახდინა ლარის, ლირას და რუბლის გაუფასურებამ ქართულ ბიზნესზე

რა გავლენა მოახდინა ლარის, ლირას და რუბლის გაუფასურებამ ქართულ ბიზნესზე

access_time2018-08-10 17:00:00


ეროვნული ვალუტა უფასურდება Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 13:00 საათისთვის 2,5325 ლარად ივაჭრება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი 10 პუნქტით გაუფასურდა. რუსული რუბლი დოლარის მიმართ 2 წლიან მინიმუმამდე დაეცა.  ხოლო თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმზე დაეცა - ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლირა 5%-ით არის გაუფასურებული.


თურქეთი და რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა რა გავლენას იქონიებს  ლარის და  ორი უცხოური ვალუტის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაზე და როგორ აფასებენ ამ ფაქტს  ბიზნესის წარმომადგენლები. 


როგორც აღმოჩნდა, ლირის და რუბლის გაუფასურების პროცესს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები საგანგაშოდ არ აღიქვამენ და სამომავლოდ პროცესების განვითარებას ელოდებიან.  მათივე თქმით,  ქვეყანაში ამ ეტაპზე პროდუქციის გაძვირების თვალსაზრისით ცვლილებები არ იგეგმება.  

 

„დისტრიბუტორტა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ხოლო რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას,  ეროვნული და ორი უცხოური ვალუტის გაუფასურებას იმპორტიორ კომპანიებზე გარკვეული სახის გავლენა ნამდვილად ექნება. მისივე თქმით, პროცესებში ხელოვნური ჩარევა არ უნდა მოხდეს.

 


„ამ ეტაპზე ცვლილებებს არ ველით. ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ამ ეტაპზე ფასების ცვლილება არ იგეგმება, რადგან ეს კრიტიკული ნიშნული არ არის. თუმცა თუ იგივე ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თავისთავად იქონიებს გავლენას და პროდუქციაც გაძვირდება.


ჩვენ გვინდა თუ არა რუბლზე და ლირაზე დამოკიდებულები ვართ.  ეს საერთაშორისო ბაზრის მდგომარეობაა და რაიმე სახის ხელოვნური ბერკეტის გამოყენება არ უნდა მოხდეს. პროცესები თავისით უნდა დასტაბილურდეს,“ - აღნიშნა ივაჭყონიამ.


 


„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილი განცხადებით, ამ ეტაპზე გარკვეული სახის კომენტარის გაკეთება რთულია, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავას, რომ სამშენებლო ბიზნესში რუსეთი და თურქეთი ექსპორტს დოლარში ახორციელებენ.

 


„წინასწარ დასკვნის გაკეთება რთულია ახლა სავალალო მდგომარეობა არ არის და რაიმე გავლენის მოხდენაზე საუბარი რთულია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი და თურქეთი ჩვენთან დოლარში ვაჭრობს და ჯერჯერობიტ დიდ ცვლილებას არ ველოდებით,“ - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.


 

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის თქმით, სამომავლოდ პროცესების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ, რადგან ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება რთულია.


 

„პროცესების განვითარებამდე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება რთულია. ამ ეტაპზე ცვლილებები არ არის და ვალუტების გაუფასურებაზე საუბარიც რთულია. გარე პროცესები ბაზარზე, რა თქმა უნდა, ზოგადად გავლენას ახდენს, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია,“ - განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.

 

 

როგორც „კომერსანტთან“ საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს.


 „საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მოსავლის დეფიციტია და რუბლის გაუფასურებამ  ექსპორტს ააქტიურებს და შესაძლოა ჩვენთან მიმართებით ფასები დააბალანსოს.


ბაზარზე ფასების მატება უკვე მოხდა, თუმცა ახლა მატებას აღარ ველოდებით. წინასწარ  კომენტარის გაკეთება რთულია,“ - განმარტა ლევან სილაგავამ.

 

 


საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს.  9 აგვისტოს   განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4687 ლარი შეადგინა.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი

აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი
person access_time2018-10-22 20:00:00
21 სექტემბერს გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი დაინტერესდა რუსული კომპანია Crocus Group-ის დამფუძნებლის არაზ აგალაროვის და აშშ-ში მის წარმომადგენელის ირაკლი ყაველაძეს შორის განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებით. საინფორმაციო საშუალების მონაცემებით, 2016 წლის 3 ივნისს აგალაროვი შეეცადა აშშ-ს წარმომადგენლობაში 3,3 მლნ. დოლარის გადარიცხვას  - ამის შემდეგ იყო 9 ივნისი, როდესაც რუსული კომპანიის...

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“
person access_time2018-10-22 20:31:30
სტივენ ფეარი საერთაშორისო ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენმოუწოდებს. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოშიდა ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხსისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი,სტივენ...

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა  ქალაქს ტოვებს
person access_time2018-10-22 15:30:02
ქარხანა „ელექტროცინკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები ადამიანების სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონულ განყოფილებაში. ხანძარი საწარმოში 21 ოქტომბერს დილით გაჩნდა, შედეგად ქალაქის მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას - კერძოდ, თავის, ყელის და თვალების ტკივილის უჩივის. ვლადიკავკაზში არსებობს ინფორმაცია, რომ „ელექტროცინკში“...

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება
person access_time2018-10-22 18:34:16
ილონ მასკის განცხადებით, პროექტი, რომელიც ქალაქებს შორის გვირაბების სატრანსპორტო სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს, პირველ მნიშვნელოვან ფაზას ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ პირველი გვირაბის მშენებლობა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე კომპანია Boring Company მუშაობს, რომელიც მასკის მფლობელობაშია. ეს არის პროექტი, რომელიც გვირაბების სრულიად ინოვაციური...

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა
person access_time2018-10-22 17:30:20
საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად წლების მანძილზე გატარებული რეფორმებისა თუ საკადრო ცვლილებებისა,  ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემები ყველა ხელისუფლებისთვის ქვაკუთხედად რჩება. ამ ფონზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების ახალი ინიციატივები გააჟღერა. სამი იდეის ზუსტ...


მსგავსი სიახლეები

up