„რამდენიმე დღე კურსი იმერყევებს და მხოლოდ აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყებს შედარებით გამყარებას“

„რამდენიმე დღე კურსი იმერყევებს და მხოლოდ აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყებს შედარებით გამყარებას“

access_time2021-03-26 16:00:40

ეროვნულმა ვალუტამ 2021 წლის რეკორდი მოხსნა. ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის რანგში დევალვაციის პირველ ტალღასთან მოუწევს თვალის გასწორება. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ახლანდელი ვარდნა დროებითია, თუ მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება.


1-ელ იანვარს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსით დოლარის ღირებულება 3.2766-ს შეადგენდა, 1-ელ თებერვალს 3.3026-ს, 1-ელ მარტს 3.3255-ს, 25 მარტს დღის ბოლოს კი 3.36-ს მიაღწია. არასრულ სამ თვეში ლარი ოფიციალურად 2%-ით, მიმდინარე კურსის მიხედვით კი 2.2%-ით გაუფასურდა. კიდევ უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც დოლარის ყიდვა 3.3850 ლარადაა შესაძლებელი.


ქვეყნის ეკონომიკა ამ ეტაპზე გახსნილია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს და არაფერია ხდება ისეთი, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია იმ მიზეზებზე და გზებზე, საუბრობს, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება და რა ხერხითაც შესაძლებელია სტაბილიზაციის შენარჩუნება.


„დაახლოებით 3 კვირის, ერთი თვის წინ გვქონდა გაკეთებული განცხადებს, რომ ლარი ნელ-ნელა დაიწყებდა გაუფასყურება და 20 მარტიდან უკვე თვალში საცემი იქნებოდა. ჩვენი ეს პროგნოზი გამართლდა. საქმე ისაა, რომ 1-ელ აპრილისთვის საქართველომ უნდა დაფაროს 250 მილიონამდე დოლარი, რომელიც ჯერ 2008 წელს აიღო წინა მთავრობამ და შემდეგ, 2011-12 წლებში თავიდან გააკეთეს, რეფინანსირება გადაფარეს და ახლა გადის ვადა. რა თქმა უნდა, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა. ამ მომენტში, ლარის გაუფასურება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ლირის და რუბლის გაუფასურებასთან.


რეფინანსირების განაკვეთი იქნება 7%, თუ 10%, ამით ეროვნულ ბანკს რეალური ბერკეტი ხელში არ აქვს, რომ ინფლაცია დაიჭიროს. ამის მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ ეროვნული ბანკი ამ ციფრებს ათამაშებს და აკეთებს იმას, რომ მოსახლეობას ისედაც რთულ ცხოვრებას, უფრო გვირთულებს. გააძვირა ფული, რომლის საპროცენტო განაკვეთი იყო მიბმული რეფინანსირებაზე და თითქოს, ამით ინფლაცია შეაჩერა. 2010 წლიდან დღემდე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 120%-ზე მეტადაა გაზრდილი, ამიტომ სებ-ის ფუნქციას, რომელიც მის წესებაში წერია, რომ ამოცანაა ფასების სტაბილურობა, თავს ვერ ართმევს.



ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიტებდით ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და მონეტარულ პოლიტიკას. ეს მიდგომა ქვეყნისთვის დამღუპველია. ეკონომიკურ გუნდს წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ექსპეტრები, ეკონომისტები, ფინანსისტები ვეუბნებით, რომ არ შეიძლება პრიორიტეტად აქციო ტურიზმი და ლარი კურსი ემიგრანტების შრომას ჩამოკიდო. ეს არ შეისმინეს და არც თანამშრომლობენ ჩვენთან. ამიტომ შედეგები გვექნება სავალალო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ თუკი დღეს ბიზნესი ლარის სტაბილიზაციას არ იგრძნობს, უახლოეს დღეებში, ფასების გაძვირება გარდაუვალი იქნება.


„6-8 აპრილიდან ლარი კურსი დასტაბილურდება, ცოტათი ქვემოთ წამოვა და დავინახავთ, რომ არ იქნება ისეთი როგორიც დღესაა, თუ, რა თქმა უნდა, რამე საშინელება არ მოხდა. საშინელებაში ვგულიხსმობ იმ ფსიქოლოგიური ფაქტორს, რომელმაც შეიძლება დაიწყოს მუშაობა. დღეს, თუ ბიზნესმა ვერ იგრძნო, რომ ლარის სტაბილიზაციისკენ მიდის, ორშაბათ-სამშაბათიდან დაიწყება ფასების კორექტირება საქონელზე, მომსახურებაზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. მოსახლეობა დაიღალა მაღაზიებში ყოველკვირა ფასების მატებით.


თუკი ეროვნული ბანკი ნაბიჯებს არ გადადგამს და ინტერვენციებს ისევ არ განახორციელებს, შეიძლება ფსიქოლოგიური ფაქტორი დაემატოს იმ კრიტიკულ გარემოებას, რომელიც უკვე დაწყებულია. სებ-მა ბოლო დროს 2 თუ 3 მსხვილი ინექცია გააკეთა, მაგრამ კურის მაინც ნელ-ნელა დაეცა. ერთი თვის წინ მქონდა პროგოზი, რომ ლარი შევა 3.34-3.36-იან შუალედში. კი ბატონო, ვემხრობი იმას, რომ ინექციებით და ინტერვენციებით ფონს ვერ გავალთ, მაგრამ ეროვნულ ბანკს სხვა ინსტრუმენტი არ აქვს.


შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტემპი უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა სებ-ის ოთხჯერადი ინტერვენცია, რომლის საშუალებითაც ეროვნულმა ბანკმა ჯამში წლის დასაწყისიდან 160 მლნ დოლარი გაყიდა. ამას გარდა, მარტში 0.5%-ით 8.5 პროცენტამდე გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, კურსზე აღნიშნული გადაწყვეტილებაც მოქმედებს, ოღონდ მყისიერად არა“, - დასძინა ნიკა შენგელიამ „რეზონანსთან“.


ფინანსისტი დავით წიქარიძე კი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაღებული ინტერვენციები ლარს ვერ ასტაბილურებს და ეს თანხა „გადაყრილი ფულია“.


„პრაქტიკულად, ამ ერთი წლის განმავლობაში, ბიზნესები ტოტალურად დაიხურა. მათი ნახევარი კი არა, 2/3 ვეღარ ამუშავდება. წვრილი ბიზნესი საერთოდ მკვდარია. დრო უნდა, რომ რაიმე გაკეთდეს, მაგრამ არაფერი არ ხდება და პირიქით, ახალი შეზღუდვებზე დაიწყეს საუბარი. ორ კვირაში ერთხელ 40-40 მილიონის გაღება იგივეა, რომ წახვიდე და ეს ფული მტკვარში გადაყარო. ფულს მდინარეს ატანენ და ამას ეძახიან ინტერვენციას.


რეალურად რამაც უნდა უშველოს ლარს, ყველაფერი დაკეტილია. ეს ქვეყანა უსაქმურებისაა. ჩვენი ჩინოვნიკების ხელფასები ნახეთ, რამდენით შემცირდა? 0%-ით. ესენი ჩვენ კისერზე სხედან და გვახრჩობენ. საერთოდ მიკვირს, დოლარის ნიშნული 5.0-ზე როგორ არ არის“, - აღნიშნა დავით წიქარიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.


resonancedaily.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up