ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  ხუთ  სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა გაკეთდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა გაკეთდება

access_time2019-11-14 12:45:54

საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-პროექტირება აქტიურად გრძელდება. ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის 5 სოფლის- ქვემო აკეთის, ჭანჭათის, წიაღობანის, ღრმაღელესა და ჯურუყვეთის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტირებას იწყებს.


შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „კაპიტალ გრუპ“-ის დირექტორმა სვეტლანა კოვალენკომ.


აღნიშნულ სოფლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ ეტაპზე, არ ოპერირებს. ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს.


პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, წყლის სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობას. აშენდება რეზერვუარები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.



პროექტირებას 229 000 ლარი მოხმარდება, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაო ექვს თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივებს მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ლანჩხუთის ხუთი სოფლის მოსახლეობა, ჯამში 7 640 ადამიანი, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.


„კომერსანტი“




BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

„ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება“ - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

„ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება“ - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 11:10:10
2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და...

Mitsubishi ქარხანას კეტავს: Pajero-ს გზის დასასრული

Mitsubishi ქარხანას კეტავს: Pajero-ს გზის დასასრული
access_time2020-08-02 21:21:59
ქარხანა სამი წლით დაიკეტება! ...

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს
access_time2020-08-02 20:00:19
ეგვიპტელები მილიარდერ ილონ მასკსქვეყანაში ეპატიჟებიან, რათა დაარწმუნონ, რომ პირამიდები უცხოპლანეტელებს არ აუშენებიათ. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up