ლანჩხუთის ''გურია'' კერძო მფლობელობაში გადავა

ლანჩხუთის ''გურია'' კერძო მფლობელობაში გადავა

access_time2020-05-23 19:00:15

Guriatoday-ს ინფორმაციით საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის ''გურია'' კერძო მფლობელობაში გადავა. აღნიშნული წყაროს ცნობით კლუბის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და გუნდის ახალ მმართველებს შორის "გურიას" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.


Guriatoday-სთან ინტერვიუში კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა: "აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.''


შეგახსენებთ, ლანჩხუთის ''გურია'' საქართველოს რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს. ჩემპიონატის პირველ ტურში თემურ ლორიას გაწვრთნილმა გუნდმა ''ევგრაფი შევარდნაძეზე'' სანდრო ბახიას ერთადერთი გოლით ''თბილისი სითი'' დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრა 10 მარტს გაიმართა. მას შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია.




თეგები:
გურია



შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)
access_time2020-06-02 12:00:42
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას. საუბარია ოზურგეთში, შეკვეთილთან, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ახალი დენდროლოგიურ პარკზე. ამის შესახებ ინფორმაციას და პარკის ფოტოებს ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად 31 მაისს გახლდით. 15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და...

ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ

ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ
access_time2020-06-02 10:00:01
სამოთხე დედამიწაზე-ასე უწოდებენ მოლაშქრეები ტობავარჩხილის ტბებს. დაუვიწყარ ადგილს საქართველოში, რომელის ულამაზესი, ველური და ხელშეუხები ბუნება ნებისმიერი მნახველის აღტაცებას იწვევს. რეალობად ქცეულ ზღაპარს, ყოველწლიურად უამრავი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტბამდე მისაღწევად, შესაძლოა ტურისტს სამი დღე დასჭირდეს ეს ურთულესი მარშუტი ერთ-ერთი მიმზიდეველი ადგილია, ადგილი რომლის პოპულარობაც ყოველწლიურად იზრდება. ტობავარჩხილის ტბებისაკენ ერთ-ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up