ლანა გალდავა - ეს არ არის ადამიანური შეცდომა, ეს არის კრიმინალური აქტი და ყველა ვინც არჩევნები გააყალბა პასუხს აგებს

ლანა გალდავა - ეს არ არის ადამიანური შეცდომა, ეს არის კრიმინალური აქტი და ყველა ვინც არჩევნები გააყალბა პასუხს აგებს

access_time2020-11-04 16:49:10

არჩევნების დროს დარღვევებზე ბრიფინგი გამართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ. 



მან საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და პარტნიორ ქვეყნებს მიმართა და დაფიქსირებულ ციფრებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.



„აუცილებელია, მიაქციოთ ყურადღება ციფრებს და გაყალბების ხარისხს და მასშტაბს და ასევე ირაკლი კობახიძეს მივმართავ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ეს არ არის ადამიანური შეცდომა, ეს არის კრიმინალური აქტი სახელწოდებით არჩევნები რაც მათ არ გაუვათ. საქართველოში ჩატარდება ახალი არჩევნები. რაც შეეხება დარღვევებს კონკრეტულად ისანში, გაყალბდა ტოტალურად. უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა იყო 56 499, დაკარგული და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა არის 4452. აქედან პროპორციულ ნაწილში 149 დაკარგული 1530 ბათილი, მაჟორიტარულ ნაწილში 290 დაკარგული 24832 ბათილი მივიღეთ ბალანსი რომ მოსული არჩევნებიდან პროპორციულში ბათილი არის 3% მაჟორიტარულში 4.4%. დარღვევები და საჩივრები. სპეც უბნები. 78 უბანზე საერთოდ არ მიაცემინეს ხმა მაჟორიტარ კანდიდატზე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა ყველაფერზე დაწერილია საჩივრები. 47 უბანზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თავად აღმოაჩინა კარუსელი და გააკეთა ახსნა-განმარტება, რასაც ჩვენ ისევ არ გვაძლევენ. 79 უბანში ისე იყო გაყალბებული ჩემი ხმები რომ ბოლოს თვითონვე დაამატეს 18 ხმა და ასახეს გუშინ ოქმში. დისბალანსი არის ყოველ მეორე უბანზე. ხელმოწერები არის აბსოლუტურად გაყალბებული. კრიტიკას რომ ვერ უძლებს ვერც ერთი ოქმი. ასევე, ჩვენ გვყავდა ერთ-ერთ კანდიდატი ისანში, რომელმაც მოხსნა თავისი კანდიდატურა და ის კვლავ დარჩა სიაში მისი ხმები არ გაბათილებულა და ეს ხმებიც არის მანიპულაციის საშუალება, ასეულობით საჩივარია მხოლოდ ისანზე .ამიტომაც ეს შედეგები ვერანაირად ვერ იქნება ლეგალურად ცნობილი,“-განაცხადა გალდავამ.




ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



NS 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up