ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონოიკის მინისტრთან ერთად სამრეწველო ზონაში ლამინატის საწარმოს მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
კომპანია „სტარარჯი" პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულებას 6 თვეში გეგმავს, რის შემდეგაც საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება.
საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.