Lalo Cardigans – მოქსოვილი წარმატება

Lalo Cardigans – მოქსოვილი წარმატება

person access_time2016-05-29 12:07:09

2012 წელს, ლალო და ნინა დოლიძეების მიერდაარსებულმა Lalo Cardigans-მა უკვე 15 ქვეყანაში შეაღწია. Forbes Georgia უნიკალური, ხელნაკეთი, ნაქსოვი სამოსის ბრენდის დამფუძნებელს, ლალო დოლიძეს გაესაუბრა. 

 

- საქართველოს ონლაინბაზარი მცირეა, რაც წარმატებულ ონლაინმოვაჭრეებს უბიძგებს, საკუთარი პროდუქტი ინტერნაციონალურ მოთხოვნას მოარგონ. როგორ მოახერხეთ ინტერნეტში საკუთარი პროდუქციის სარფიანად პოზიციონირება?

 

- რადგან ჩვენი ვებგვერდი შედარებით ახალი შექმნილია, მისი გამოჩენის დროისთვის პროდუქცია უკვე საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შესაბამისად, საერთაშორისო ინტერესი მის მიმართ თავიდანვე არსებობდა. დღეს ჩვენს ვებგვერდზე პროდუქციასთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ მრავალი სტატია საერთაშორისო ჟურნალებიდან, street style ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, რაც უკვე არსებულ ინტერესს აღრმავებს.

 

- რომელ ქვეყნებში იყიდება LaloCardigans-ი და ახალი, მეტად ძვირად ღირებული ბრენდის, Lalo-ს პროდუქცია?

 

- ეს ქვეყნებია: ამერიკა, სომხეთი, რუსეთი, გერმანია, ბელგია, ბოსნია, პორტუგალია, ბელორუსია, მექსიკა, იტალია, ყაზახეთი, ჩინეთი, ხორვატია, კანადა და ესპანეთი, ასევე ქალაქი ვლადიკავკაზი.


- თქვენი თითოეული ნიმუში ხელნაკეთია. ამგვარი ექსკლუზიურობა მოგებიანია, რადგან პროდუქტი ხელოვნების რანგში აჰყავს და ამგვარად კარგი მარჟის წინაპირობას იძლევა, მაგრამ წარმატების დროს თავს იჩენს შემდეგი კითხვა: როგორ აპირებთ გაუმკლავდეთ გაზრდილ მოთხოვნას - საერთოდ შედის კი საწარმოო ტემპის ზრდა თქვენს ინტერესებში, თუ ფასის გაზრდის სტრატეგიას მისდევთ?


 

- ამ ეტაპზე ჩვენს შტატში მყოფი მქსოველებისა და მკერავების რაოდენობა საკმარისია არსებულ ტემპთან გასამკლავებლად. შესაბამისად, ამ ეტაპზე ცვლილებების საჭიროების პრობლემა არ დგას.

 

- რატომ აირჩიეთ დასაწყისისთვის ჟაკეტები, აპირებთ გააფართოოთ პროდუქციის ხაზი?

 

- ზოგადად ჟაკეტი ქალის გარდერობში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და პრაქტიკული ნივთია. მე ყოველთვის მიყვარდა ქსოვა და ჟაკეტების შექმნა ბუნებრივად დავიწყეთ. დღეს ჟაკეტებთან ერთად ჩვენ ვქმნით სხვა მრავალი სახის ტანსაცმელს, იქნება ეს კაბები, ქვედაბოლოები, პალტოები თუ ფეხსაცმელი.


– თქვენ მოდურ პროდუქტს საქართველოში აწარმოებთ, რაც აუცილებლად ასოცირდება ლოგისტიკურ პრობლემებთან, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ონლაინშოპინგზეა საუბარი. ონლაინმაღაზიებში დაწკაპუნებიდან პროდუქტის მიღებამდე დრო ძალიან მცირდება, ამ ტემპს კი საქართველო ფეხს ვერ აუწყობს. რამდენად ახდენს ეს ზემოქმედებას თქვენს ბიზნესზე და ხომ არ აპირებთ წარმოება სხვა ქვეყანაში გადაიტანოთ?

 

– რადგან ჩვენი პროდუქცია ხელნაკეთია და კლიენტები მას ძალიან ხშირად უკვეთენ არა მარაგიდან, არამედ დასამზადებლად, იმის მოლოდინი, რომ შეკვეთა 1-2 დღეში ჩამოვა, ნაკლებია. დამზადების შემდეგ ჩვენ მაინც ვახერხებთ რამდენიმე დღის ვადაში მივაწოდოთ პროდუქტი კლიენტს. რაც შეეხება წარმოებას სხვა ქვეყანაში, ამ ეტაპზე ეს ვარიანტი არ განიხილება, რადგან დღეს LaloCardigans-ის ერთ-ერთი საფირმო ნიშანი არის ის ფაქტი, რომ პროდუქცია საქართველოში მზადდება.

 

– როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება კომპანია 10 წელიწადში?


– თუ ბრენდის განვითარება და გაფართოება იმავე ტემპით გაგრძელდა, 10 წელიწადში Lalo Cardigans-ი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაიყიდება, ასევე გაიზრდება შეთავაზებული პროდუქციის მრავალფეროვნება. Lalo-ს გარდა, ასევე შეიქმნება სხვა ახალი ხაზები.

 

 




არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up