ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

access_time2019-11-12 15:00:28

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა.


„რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ფრენების აკრძალვაა, არამედ ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით სათანადო სერვისს უცხოელებს, ჩვენ გვაქვს მომატებული ფასები სეზონზე, რომელიც  ტურისტებს აშინებს. ამ თემაზე მუდმივად მაქვს საუბრები სიღნაღის სასტუმროების მეპატრონეებთან, რომ ჯობია იყოს ლოგიკურად დაბალი ფასი, ვიდრე ალოგიკურად მაღალი, მაგალითად, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი. სამწუხაროდ, ორივე პრობლემამ ერთდროულად  იმოქმედა და მაშინ როდესაც ასეთი კარგი ამინდებია, თბილი ნოემბერი დგას, სიღნაღი სრულიად დაცლილია და აბსოლუტურად სტუმრის გარეშე დარჩა, რაც სერიოზული პრობლემაა სასტუმროებისთვის“, - განმარტავს ლალი მოროშკინა.


ლალი მოროშკინა აღნიშნავს, რომ მართალია თავის სასტუმროებში ძირითადად ევროპელი ტურისტები ჰყავს, თუმცა, რუსი ტურისტების შემცირება სიღნაღის სასტუმროებზე ძალიან ცუდად აისახა.





„ჩემს სასტუმროში რუს ტურისტებზე ნაკლებად მქონდა აქცენტი გაკეთებული, იმიტომ რომ ჩემი სეგმენტი არის დაბალფასიანი, რუსები კი მიდიან მაღალფასიან სეგმენტში, მაგალითად ყვარელში და ა.შ. ამიტომ ჩემთვის სულ არ იყო გადამწყვეტი რუსი ტურისტის ყოფნა-არყოფნა, რადგან აქ მოდიან უფრო ფრანგები და ავსტრალიელები. თუმცა, საერთო სურათი გაფუჭდა, რადგან ევროპელები, მაგალითად ფრანგები და გერმანელები ძირითადად ისვენებენ ივლისი-აგვისტოში, სექტემბერში აღარ მიდიან დასასვენებლად და ამ პერიოდიდან ძირითადად რუს ტურისტებზე იყო ყველაფერი გათვლილი. გარდა ამისა, მართალია აქტიურად ვმუშაობთ ევროპულ სეგმენტზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ მათ ხარისხს, რადგან თუ არის დაბალფასიანი, როგორც წესი სასტუმრო გაუმართავია, მაღალფასიანში კი კატეგორიულად არ მიდის, რადგან საქართველოში ევროპელი 30 ევროზე მეტს არ გადაიხდის, ეს არის ჩემი 2 წლიანი მუშაობის დასკვნა. ეს არის ის კატეგორია, რომელიც არ დახარჯავს 30 ევროზე მეტს დღეში, არ დახარჯავს ფულს ღვინოში და არაყში. გარდა ამისა, ძირითადად არიან ვეგეტარიანელები და ძალიან წუნიები. რუსი და უკრაინელი ტურისტი ყოველთვის ბევრად მეტს ხარჯავს და ცხადია ამან ბაზარზე იმოქმედა. საერთო სურათი სიღნაღში ძალიან გაფუჭდა, სავალალო მდგომარეობაშია ეს ქალაქი და ზუსტად ვიცი ანალოგიური ხდება სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი აჭარაში,“ - აღნიშნავს ლალი მოროშკინა.


ნინო თამაზაშვილი






„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up