კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს დღეს დაითვლიან. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, სტიქიის შედეგად ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„ზარალის ზუსტი აღრიცხვა დღეს მოხდება, რადგან გუშინ წვიმა იყო და ეს შეუძლებელი იყო. დღის განმავლობაში მოხდება იმ სავარგულების აღრიცხვა, რომელსაც სტიქიამ ზარალი მიაყენა. საუბარია, 3 მუნიციპალიტეტზე, ეს არის: ლაგოდეხი, ყვარელი და ახმეტა. წვიმის დროს, როცა ამოტუმბვა საჭირო იყო, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ოპერატიულად მუსაობდნენ. ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურა და არხები თუ დაზიანდა, ამაზე იქნება აქცენტი გაკეთებული. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოსახლეობაში ზარალი არ არის. დღეს ამინდი უკვე გამოვიდა და შეიძლება იმ დაზიანებების ნახვა, რაც სტიქიამ მოგვაყენა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ipn.ge