„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

access_time2019-12-11 16:20:50

„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა.


“ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს.

 

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მიტროფანე ლაღიძის შთამომავალი, თინათინ ლაღიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ისტორიული ადგილის დაბრუნებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები ჰქონდა.

 

დღეს კი , მერიის განცხადებას ისევ „კომერსანტის“ მეშვეობით ეხმაურება და განმარატავს, რომ 5 მლნ. დოლარი არის აბსურდული რიცხვი. შესაბამისად, არ იცის საიდან მოიტანა მერიამ  ეს თანხა, როდესაც არც შენობის ღირებულება შეუფასებიათ და არც მათ ოჯახთან ჰქონია ვინმეს კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. 



„როდესაც მერიასთან გვქონდა შეხვედრა თანხებზე საუბარი არ ყოფილა. ფასის დადგენაში უნდა ჩართულიყო   საერთაშორისო აუდიტი, რომელიც არ დადგენილა, რადგან ამის თაობაზე ჩვენ ინფორმირებულები უნდა ვყოფილიყავით.


ყოფილი პრემიერის ,გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის შემდეგ, მერიასთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, სადაც გვითხრეს, რომ შეფასდებოდა შენობა და ჩვენ შეგვატყობინებნენ მის ღირებულებას. ფასი არ დადგენილა,  ამიტომ სრულიად გაუგებარია რა შეაფასეს ან როგორი წესით  5 მლნ. დოლარად , როდესაც მთლიან ფართობზე (700 კვადრატული) არ არის საუბარი არამედ მხოლოდ ერთ მთავარ დარბაზზე, სადაც ახლა მაღაზია „ნექსთია“ და მის ქვეშ მდებარე სარდაფზე.“ -ამბობს თინათინ ლაღიძე და სამომავლოდ მერთან შეხვედრასაც აანონსებს.



„ეს შენობა არის ისტორიული ძეგლი, რომელიც უნდა შეინარჩუნოს ქალაქმა.  სულ რამდენიმე ასეთი შენობა გვაქვს  და მათი დაკარგვა არ შეიძლება. ტურისტებისთვისაც საინტერესო ადგილია, დღემდე დიდია დაინტერესება მათი მხრიდან. ამიტომ ჩვენ ისევ შევეცდებით შევხვდეთ მერს და და ვიმედოვნებ, რომ საკითხი სამართლებრივად გადაწყდება.”-
აღნიშნავს  თინათინ ლაღიძე.



შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ლაღიძის წყლების დაგემოვნება იყო შესაძლებელი, შპს ლინკოლნ მენეჯმენტი ჯორჯიას საკუთრებაა.  კომპანიას ყოფილი კაფის ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ..-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული



ქვედა სართულზე კი კაფე „აჭარულები ლაღიძეზე“ მდებარეობს, თუმცა, მას კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთან არ აქვს. ადგილზე კაფე 2014 წელს ვახტანგ ათაბეგაშვილმა გახსნა. მას ტერიტორია იჯარით 2019 წლამდე აქვს აღებული.

 

 ნათია ლომიძე

 





„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up