Lafarge/GCC-ს გაყიდვებმა 0,31 მილიონ ტონას მიაღწია

Lafarge/GCC-ს გაყიდვებმა 0,31 მილიონ ტონას მიაღწია

access_time2020-03-04 12:36:21

საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობა, მასშტაბური მშენებლობები, ენერგო და ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს ყველაფერი სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, მათ შორის „საქართველოს ცემენტის კომპანიისთვის“ (GCC) წარმატების მთავარი წინაპირობებია.


კომპანია GCC მსოფლიო გიგანტის LafargeHolcim-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2015 წლიდან არის. მანამდე ფრანგულ Lafarge-ს წარმოადგენდა, სანამ უდიდესი ფრანგული კომპანია შვეიცარიულ Holcim-თან შერწყმას განახორციელებდა.


დასავლეთ საქართველოში ისეთი პროექტების დაწყება, როგორიცაა რიკოთზე ავტობანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, ბათუმის სწრაფი განაშენიანება და სხვა, კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდიდა. შედეგად, Lafarge/GCC-მ, რომლის პრიორიტეტიც თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ხარისხია, გასული საწარმოო წელი, 2018 წელთან შედარებით, საკმაოდ დიდი ზრდით დახურა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ 2019 წელს 0.31 მილიონი ტონა ცემენტის წარმოება/რეალიზება განახორციელა.


კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე აცხადებს, რომ, „მაგალითისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები 2019 წელს მოსამზადებელ ეტაპზე იყო და მიმდინარე წელს, ისევე როგორც 2021-ში, აქტიურ ფაზაში გადავა. ეს კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას კომპანიის პროდუქციაზე“.


„მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება გარდაუვალი პროცესია. ვხედავთ ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებს და ყოველი ახალი სამშენებლო, ინფრასტრუქტურული ან ენერგოპროექტი, არის უნიკალური საშუალება, დავაჩქაროთ ქვეყნის წინსვლა. გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობაში“, – აცხადებს Lafarge/GCC-ს დამფუძნებელი.



მისივე თქმით, კომპანიის მენეჯმენტის ხედვა დაფუძნებულია: ბიზნესის მდგრად განვითარებაზე; საუკეთესო ხარისხის პროდუქტის წარმოებაზე; ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე; ეკოლოგიური სტანდარტების დაცვაზე; თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და თვითგანვითარების ხელშეწყობაზე; ქარხნის პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე.


ცემენტის ბაზარზე დღეს სერიოზული გამოწვევებია, რომელიც  ძირითადად თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული ცემენტის დემპინგური ფასებიდან მომდინარეობს. ეს გარემოება ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 2019 წელს პროდუქციის ნომენკლატურის გაზრდის მიზნით საწარმოში დამატებით $2  მილიონის ინვესტიცია განახორციელა. დღეისთვის Lafarge/GCC დასავლეთ საქართველოს ცემენტის ბაზრის ლიდერია, ხოლო საქართველოს მასშტაბით - სიდიდით მეორე მსხვილი მოთამაშე, რისი მიღწევაც ასეთ მოკლე პერიოდში სწორი მენეჯმენტითა და მარკეტინგული პოლიტიკით გახდა შესაძლებელი, რასაც მყარ საფუძველს უქმნის უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიური ცემენტის წარმოება.


„მაგრამ ჩვენ ამ შედეგით არ ვკმაყოფილდებით  და ვგეგმავთ საწარმოო მოცულობების გაზრდას“, – აცხადებს მერაბ ჩიხრაძე.


შპს  „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ფრანგულ გიგანტ კომპანია Lafarge-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი სამშენებლო მასალების წარმოებაში. 2015 წელს შედგა „ლაფარჟესა“ და, ასევე, ამ სექტორში სიდიდით მეორე, შვეიცარიული კომპანია „ჰოლციმის“ გაერთიანება, რის   შედეგადაც შეიქმნა კომპანია LafargeHolcim, რომელიც წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ამჟამად არის მსოფლიოს უპირობო ლიდერი, ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების ბიზნესში.


2015 წელს ქ. ფოთში, კომპანიამ დაიწყო Lafarge და GCC-ის ერთობლივი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2017 წლის ბოლოს წარმატებით განხორციელდა.  საწარმოო ხაზი შექმნილია ევროპული სტანდარტების დაცვით, სრულად ავტომატიზებულია და უზრუნველყოფილია ხარისხის კონტროლის ყველა საშუალებით. მაღალ ხარისხშია აყვანილი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლის მონიტორინგიც ლაფარჟჰოლციმის სტანდარტებით ხორციელდება. კომპანიის მმართველი ჯგუფი დაკომპლექტებულია სიახლეებისა და LafargeHolcim-ის ინოვაციების დანერგვის მოსურნე პროფესიონალებით.  კომპანიის მიზანია, საქართველოში აამაღლოს სამშენებლო მასალების გამოყენების კულტურა და დააკმაყოფილოს  ყველა  მომხმარებლის ინტერესი. ასევე, შექმნას სპეციფიკური პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი ტიპის მოთხოვნაზე იქნება მორგებული.


(NS)



თეგები:
Lafarge/GCC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up