ლადო პაპავა:უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო

ლადო პაპავა:უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო

access_time2019-11-21 13:49:07

პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო.როგორც ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.


„ეს აბსოლუტურად სწორია. ალბათ, სჯობდა ცოტა ადრეც რომ გაკეთებულიყო. ეს ნაბიჯი იმისკენაა გადადგმული, რომ ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს, რაც აუცილებელია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. თავის დროზე, როდესაც ეს შეზღუდვა შემოვიდა, იმას ემსახურებოდა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილიყო და დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულიყო, მაგრამ ეს იყო ხელოვნური მოთხოვნა და მის უკან რეალური ეკონომიკური საფუძველი არ იდგა“,- აცხადებს ლადო პაპავა.


ამასთან, ლადო პაპავა ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების სესხების ზრდამ პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას და ახლა ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს, ეს კი თავის მხრივ, სესხს აძვირებს და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.


„ეროვნულმა ბანკმა დაუშვა მთელი რიგი შეცდომები და დღეს ვიმკით სწორედ ეროვნული ბანკის მცდარ პოლიტიკას, რომელიც იყო რეფინანსირების სესხის უზომოდ გაზრდაში. ბოლო 5 თვის განმავლობაში მილიარდ ნახევარი ლარითაა რეფინანსირების სესხები გაზრდილი. ესაა დამატებითი ფულის მასა, რომელიც პრობლემებს უქმნის მთელს ქართულ ეკონომიკას, ლარსაც და ინფლაციასაც.



ორი პრობლემის წინაშე დავდექით, ერთი მხრივ, ეროვნულ ბანკს არ უნდა ინფლაცია გაიზარდოს, რომლიც უკვე ორჯერ და მეტად მაღალია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით, მეორე მხრივ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას, რადგან აძვირებს კრედიტს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.


შეგახსენებთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.


აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს


ipn.ge




„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე
access_time2020-01-21 14:25:29
დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც ...

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია
access_time2020-01-21 13:20:34
რამდენიმე თვის წინ კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება დააანონსა.  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზე პროექტი, რომელშიც დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ინვესტორი  $30 მილიონის  ჩადებას გეგმავდა. როგორც ცნობილია ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორთან მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს. დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. „კომერსანტის“ კითხვაზე -ვისთან მიმდინარეობს...


მსგავსი სიახლეები

up