ლადო პაპავა: ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები “ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებული აქვს

ლადო პაპავა: ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები “ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებული აქვს

access_time2020-02-23 18:10:49

“საკონსტიტუციო უმრავლესობა არა მაგრამ, საპარლამენტო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” გარანტირებული აქვს”- ამის შესახებ, პროფესორმა, ლადო პაპავამ TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

 

” თუნდაც, ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, მე შემიძლია გითხრათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არა მაგრამ, საპარლამენტო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” გარანტირებული აქვს.

 


ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. ჯერ ერთი (“ქართული ოცნება”) უფრო ორგანიზებულია, მობილიზებულია, ეს ჭრელი ოპოზიცია ბოლომდე შეთანხმებული არ არის, შეთანხმდება თუ არა, ესაც კი საკითხავია. ვანო მერაბიშვილი თუ დაჯდება მაგიდასთან, დარჩებიან თუ არა, სხვა ოპოზიციური ძალები. საერთოდ რომელ პარტიას შეუერთდება, ან შესაძლოა, თავისი პარტია შექმნას”-ამბობს ლადო პაპავა.

 

წყარო: ipress





„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
access_time2020-09-25 09:55:07
„ვისოლმა“ რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay...

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში ლიდერი შეიცვალა - იმედი L-მა პოზიციები დათმო

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში ლიდერი შეიცვალა - იმედი L-მა პოზიციები დათმო
access_time2020-09-25 11:00:21
2020 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 171,4 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 25,75 მლნ ლარით აღემატება (2019 წლის II კვარტალში 145.65 მლნ. ლარი იყო). ქართული სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მიხედვით 2020 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განსხვავებულია. „იმედი L“-მა რომელსაც გასულ წელს...


მსგავსი სიახლეები

up