ლადო პაპავა – ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო გეგმა სოფლის მეურნეობს შესახებ, შემდეგ ეკონომიკის რეალურ სექტორზე

ლადო პაპავა – ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო გეგმა სოფლის მეურნეობს შესახებ, შემდეგ ეკონომიკის რეალურ სექტორზე

access_time2020-05-10 10:00:02

ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო არა ტურიზმის შესახებ გეგმა, არამედ ყოფილიყო სოფლის მეურნეობა, შემდეგ ეკონომიკის რეალური სექტორი. ჩვენ თუ არ გადავაწყობთ ეკონომიკას და ისევ ტურიზმზე ვიქნებით ჩამოკიდებული, ეს ქვეყანას ვერანაირ ხეირს ვერ მოუტანს,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განუცხადა.

ლადო პაპავას განცხადებით, ტურიზმი გვჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტს უმეტესწილად იმპორტირებული პროდუქტით ვუმასპინძლდებით, ეს დარგი ქვეყნისთვის პრიორიტეტული არ უნდა იყოს.

„ჩვენს სამომხმარებლო კალათაში, რომელსაც ტურისტს ვახვედრებთ, 80% იმპორტირებული საქონელია ანუ იმისთვის, რომ ყოველმა ჩამოსულმა ტურისტმა 100 დოლარი დახარჯოს საქართველოში, ამ 100 დოლარიდან 80 დოლარი იმპორტი უნდა განვახორციელოთ, ანუ ისევ უნდა ვამუშაოთ თურქეთის ეკონომიკა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ტურიზმი გვჭირდება და მე ამ დარგის მოწინააღმდეგე ცხადია, არ ვარ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტული დარგი“, – აღნიშნავს ლადო პაპავა.

მისივე თქმით, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან გამომდინარე, პასუხგაუცემელია რამდენიმე კითხვა, მათ შორის ის, თუ რა გათვლებია ტურისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რომ ყველგან კრიზისია და ადამიანებმა სამსახური დაკარგეს.

„კი მაგრამ, იმ ქვეყნებში, საიდანაც ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, კრიზისი არაა, იმ ხალხმა სამსახური არ დაკარგა, ანუ რაზეა გათვლა ავამოქმედოთ ტურისტული სექტორი და თუ არავინ არ ჩამოვიდა? მე რამდენადაც ვიცი, ჩვენს მეზობელ ყველა ქვეყანაში კრიზისია. ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ. თავის გადამრჩენელ ხალხს ტურიზმისთვის თანხა ექნება? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინე.


არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კითხვებს აჩენს. ჩამოსულებს 1-ელი ივლისიდან ორკვირიანი კარანტინი აღარ დასჭირდებათ. მედიკოსებმა უკვე იციან, რომ 1-ელ ივლისს კორონავირუსი დასრულდება? 1 საათის განმავლობაში მოხდება ტესტირება და შეფასებაო, თუ ეს შესაძლებლობა არსებობს, ახლა რატომ გვყავს ლამის 5 000 კაცი კარანტინში, რამხელა ხარჯია ხომ ეს? ამაზე პასუხი არ გაცემულა. ასე რომ, პრეზენტაცია იყო შთამბეჭდავი, კარგია, რომ მთავრობა ასეთ საკითხებზე ფიქრობს, მაგრამ სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა და ეკონომიკის რეორიენტაცია არ მოხდება, ჩვენ ისევ იმ სირთულეების წინაშე ვიქნებით, რაც გვქონდა კორონავირუსის გავრცელებამდე საქართველოს ეკონომიკაში“,- განმარტავს ლადო პაპავა.

მისივე შეფასებით, სწორია, რომ მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე ბიზნესი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლა, თუმცა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში წარმოდგენილი შეღავათი გამართული არაა. როგორც ლადო პაპავა განმარტავს, შინაარსობრივად საშემოსავლო გადასახადის შეღავათი დაქირავებულების სოციალური დახმარებაა და არა დამქირავებლების.

„საშემოსავლო გადასახადი არის ხელფასის ნაწილი, დამსაქმებელი ამის გამტარებელია და არა გადამხდელი, საშემოსავლო გადასახადს იხდის თითოეული ჩვენთაგანი. თუ მთავრობა ამ შეღავათს აკეთებს, ეს უნდა დარჩეს დასაქმებულს“,- აღნიშნავს ლადო პაპავა.

შეგახსენებთ, 7 მაისს საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა. ინდუსტრიის დასახმარებლად ჯამში 200 მილიონი ლარის ოდენობის პაკეტია წარმოდგენილი, რაც გულისხმობს ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადებას, ასევე სასტუმროების სესხების სუბსიდირებას. ამასთან, დაანონსდა, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი ამოქმედება, საერთაშორისო ტურისტების მიღებას კი ქვეყანა 1-ელი ივლისიდან შეძლებს.

„ინტერპრესნიუსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up