ლადო პაპავა - თუ ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებულად იმოქმედებს და რეფინანსირების სესხებს მოთოკავს, მაშინ შეიძლება, ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა

ლადო პაპავა - თუ ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებულად იმოქმედებს და რეფინანსირების სესხებს მოთოკავს, მაშინ შეიძლება, ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა

access_time2019-12-10 19:42:00

წინასაახალწლო პერიოდში, ტრადიციულად, ეროვნული ვალუტა მყარდება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა ლადო პაპავამ ეროვნული ვალუტის გამყარების თაობაზე განუცხადა.


ექსპერტის შეფასებით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც იღებს ფულად გზავნილებს საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში, წინასაახალწლოდ უფრო მეტად ხარჯავს აღნიშნულ ვალუტას და ბაზარზე ხდება დოლარის მიწოდება, რაც არის ობიექტური ტენდენციაა. მისივე თქმით, ლარის გამყარება კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა - სამთავრობო გუნდისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებულმა მუშაობამ.


„ვიზიარებ ნათია თურნავას შეფასებასაც, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუნდში შეთანხმებული მუშაობა აუცილებელია და ეს დაეტყო კიდევაც ბოლო ხანებში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს, რადგან თუ ამ სამთავრობო ეკონომიკური გუნდიდან გამოვრიცხავთ ეროვნულ ბანკს, რაც არ უნდა იმოქმედოს ეკონომიკის მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა, შედეგი არ დაიდება, თუ მათ მხარი არ აუბა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ბოლო თვეების განმავლობაში, რეფინანსირების კრედიტების ზრდით, პრაქტიკულად, ლარს დაარტყა ძალიან სერიოზულად იმიტომ, რომ ლარის მასის მიწოდება იყო ამ რეფინანსირების კრედიტების ზრდის შედეგი. აქედან გამომდინარე სწორედ ეს შეთანხმებულობა არის აუცილებელი“,- განაცხადა ლადო პაპავამ. მისი თქმით, უმჯობესია ლარის გამყარებას შევხედოთ რეალისტურად, ვიდრე განსაკუთრებული ოპტიმიზმით. „მრავალი ფაქტორი არის, რამაც შეიძლება ეს გამყარება აღარ გააგრძელოს. ერთი შემიძლია ვთქვა, თუ ეროვნული ბანკი სამთავრობო გუნდთან შეთანხმებულად იმოქმედებს და რეფინანსირების სესხებს მოთოკავს, მაშინ შეიძლება, ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა“,- განაცხადა ლადო პაპავამ.




IPN.GE 








პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up