ლადო პაპავა - საქართველოს ეკონომიკა აღდგენის ფაზას უკვე გასცდა და სახეზეა აბსოლუტური ზრდა

ლადო პაპავა - საქართველოს ეკონომიკა აღდგენის ფაზას უკვე გასცდა და სახეზეა აბსოლუტური ზრდა

access_time2021-10-19 14:40:38

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა „საქსტატის“ მონაცემებით დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა აღდგენის ფაზას უკვე გასცდა და სახეზეა აბსოლუტური ზრდა.

„საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მაღალი ტემპით რომ იზრდება. ამას ადასტურებს „საქართველოს სტატისტიკის სამსახურის“ მონაცემები, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 12 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე მაღალია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებითვე, პირველ რვა თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი აბსოლუტურ გამოხატულებაში დაახლოებით 6%-ით აჭარბებს პანდემიამდელ დონეს. გარდა ამისა, ფიქსირდება ექსპორტის და მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. მათ შორის, 2019 წელთან შედარებითაც, რაც ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე მიანიშნებს. 2020 წელს, როდესაც პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა, პრაქტიკულად, ჩაკეტილი იყო, საქართველოს მთავრობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მთელ რიგ სამრეწველო საწარმოებს, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით, მაგრამ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. გონივრული სოციალური დახმარების პაკეტისა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების გათვალისწინებით, აღნიშნულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. თუკი შარშან და მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შედარებით მოკრძალებული იყო, უკვე დღეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 – 2026 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში,“ - განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ.
მისი თქმით, ანტიკრიზისულმა და პოსტკრიზისულმა ღონისძიებებმა და პანდემიის პერიოდში განხორციელებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას და შექმნა საფუძველი ეკონომიკური აქტიურობისთვის, რაც შესაბამისად დაადასტურა აპრილი-აგვისტოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up