ლადო პაპავა - სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება

ლადო პაპავა - სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება

access_time2020-11-27 14:30:02

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა.


ლადო პაპავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული შეზღუდვები ადრე დაწესებულიყო, თუმცა თუ პოლიტიკურ პროცესს გავითვალისწინებთ, მთავრობა სწორად მოიქცა.


„ის პროცესი, რაც დღეს მიდის პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, თავიდან ვერ აიცილა საქართველომ. რომ არ ყოფილიყო არჩევნების პერიოდი, ალბათ, მთავრობა უფრო აქტიურად იმოქმედებდა ადრე, მაგრამ საჭირო იყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ გაყინულიყო. მესმის, რომ არჩევნების დროს შეზღუდვების შემოღება იქნებოდა თვითონ არჩევნების შეზღუდვაც, აქედან გამომდინარე მთავრობა სწორად მოიქცა, თუმცა არჩევნები გვერდზე რომ გადავდოთ, რა თქმა უნდა სჯობდა, როდესაც იფეთქა ეპიდსიტუაციამ აჭარაში, მკაცრი ზომების შემოღება დაწყებულიყო“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.


მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ გაუარესებული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის ზრდა დამატებითი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საჭიროებას იწვევს, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები გამართლებულია.



„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგენელს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ჯანდაცვაც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც და მას დაფინანსება სჭირდება. დაფინანსების ძირითადი წყარო პანდემიის დროს ბიუჯეტია, ხოლო ბიუჯეტს ის პრობლემა აქვს, რომ კრიზისის გამო შემოსავლებს კარგავს. ამიტომ, თუ ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას ძალიან გავზრდით, ამ პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტიდან თანხები უბრალოდ არ ეყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საწოლფონდსა და კვალიფიციურ მედპერსონალზე. ამიტომ, ყოველთვისაა საჭირო ბალანსი. მივესალმები, მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო ჯდება იმ ლოგიკაში, რაც დღეს მსოფლიოში ტრენდულია, ხოლო ის, რომ საახალწლო პერიოდში შერბილება იქნება, ვფიქრობ, დეკემბრის 20 რიცხვის შემდეგ შესაძლოა, მთავრობა ამ საკითხს დაუბრუნდეს და შერბილების გადახედვაზე იფიქროს, თუკი სიტუაცია ვერ დარეგულირდება, თუმცა როგორც მთავრობის წევრები მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობენ, დარეგულირების საკმაოდ მაღალი ალბათობაა.


ეს კრიზისი ატიპური ეკონომიკური კრიზისია, ანუ კლასიკურ ეკონომიკურ სქემებში არ ჯდება, უფრო მეტიც, ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული, ეკონომისტები ამ კრიზისის დასრულებისთვის რეკომენდაციებს ვერ შეიმუშავებენ, რადგან სანამ პანდემიაა, ეკონომიკურ მექანიზმებს მხოლოდ შეუძლია მოსახლეობას არსებობა შეუმსუბუქოს და ბიზნესისთვის შეარბილოს შექმნილი ვითარება. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.


ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“) ასევე, თბილისში თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up