ლადო პაპავა: „მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ბანკისთვის პოზიტიური მოვლენაა“

ლადო პაპავა: „მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ბანკისთვის პოზიტიური მოვლენაა“

access_time2019-02-21 19:00:32

„მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ბანკისთვის პოზიტიური მოვლენაა“-ასე ეხმაურება თსუ-ს პროფესორი, ლადო პაპავა მამუკა ხაზარაძის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც პროფესორი ლადო პაპავა „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე არ არის ის პიროვნება,რომელიც ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს. შესაბამისად, ალბათ შეაფასა ვითარება და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიღო.


„პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ დაზარალდეს ბანკი. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ-ის ბანკის მეწილეც არის და მას ეს წილი არ გაუყიდია, სამეთვალყურეო საბჭოდან წავიდა. ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მის პიროვნების, როგორც ბანკირის მმართველ სტრუქტურაში ყოფნა, სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, ამიტომ მისი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ბანკისთვის პოზიტიური მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ის ბანკიდან არ წასულა, ის წავიდა ბანკის მმართველობიდან“ -აღნიშნავს ბატონი ლადო პაპავა.


კითხვაზე - ხომ არ ნიშნავს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, იმას, რომ „თიბისი ბანკის“ საერთაშორისო აქციონერებმა მამუკა ხაზარაძეს წასვლა მოსთხოვეს და თავად „თიბისი ბანკი“ წავიდა მის წინააღმდეგ - პროფ. პაპავა განმარტავს, რომ ამის თქმა შეუძლებელია, ამის შესახებ ან თავად მამუკა ხაზარაძემ უნდა განაცხადოს ან აქციონერებმა. თუმცა, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია.


რაც შეხება „თიბისი ბანკის“ საქმის შეფასებას, პროფესორი ლადო პაპავა კითხვას სვამს, თავად „თიბისი ბანკს“ რამდენი ბიზნესი ჩაუყლაპია და რამდენი ბიზნესი გაუნადგურებია? თუნდაც, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაგალითი რად ღირს? ამიტომ ეს საქმე მარტივი თემა არ არის“ - აცხადებს ბატონი ლადო პაპავა.



მისივე განცხადებით, ის რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს. 1. რატომ ხდება ეს ყველაფერი 11 წლის შემდეგ? 2. რატომ არ მოეთხოვა პასუხი 2009 წლის ეროვნული ბანკის ხელმღვანელობას, რატომ არ მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება. 3. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას რატომ არ მოეთხოვა პასუხი, რაც მან ჩაიდინა 2011 წელს „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით?


შეკითხვაზე - რასაც ხაზარაძეს ედავებიან, თუ აღმოჩნდა სიმართლე, ხომ არ არსებობს იმის რისკი, რომ მსგავსი სქემა სხვა ბანკებშიც ყოფილიყო? - პროფესორი ლადო პაპავა განმატავს,რომ ამისთვის არის ეროვნული ბანკი, რომელიც სათანადო დონეზე უნდა იდგეს.


„ქვეყანაში ჩამოყალიბებულია სავსებით ობიექტური განცდა იმისა, რომ მსხვილი ბანკები მართავენ საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი გამოვიდა ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, აშკარად იკვეთება ის, რომ ეს სესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და ვიღაცის მხრიდან მართული“ - აღნიშნავს პროფესორი ლადო პაპავა.


შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და “თიბისი ბანკის” აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.


დღეს „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ facebook-ის გვერდზე სპეციალურ მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ 27 წლის მუშაობის შემდეგ, ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ხაზარაძე განმარტავს, დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.


 სოფო ქსოვრელი 




„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-29 21:30:43
„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა 1.2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ 2.„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის...

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...


მსგავსი სიახლეები

up