ლადო პაპავა ლარის მორიგ გაუფასურებაზე: ეროვნულ ბანკს  უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს სისტემას

ლადო პაპავა ლარის მორიგ გაუფასურებაზე: ეროვნულ ბანკს უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს სისტემას

access_time2019-09-04 10:00:36

„რადგანაც ლარის მშობელი არის ეროვნული ბანკი, სწორედ ამიტომ,  ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა, რაც ხდება ლართან მიმართებაში“  - ასე აფასებს ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის  გაუფასურებას, და ზოგადად ეროვნული ვალუტის სისტემატიურ მერყეობას პროფესორი ლადო პაპავა.


Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარმა კვირა კვლავ  გაუფასურებით დაიწყო. გუშინ საერთაშორისო ვაჭრო ბირჟაზე 15:00 საათისთვის  $1 2.9613 ლარად ივაჭრებოდა.




გუშინვე TBC ბანკის ვალუტის გაცვლით სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება, პირველად 3 ლარს გაუტოლდა. საქართველოს ბანკში კი ერთი აშშ დოლარი 2.99 ლარი ღირდა.


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9683 ლარს შეადგენს.




პროფესორი ლადო პაპავა „კომერსანტთან“ საუბრისას ლარის მერყევ პოლიტიკას უკავშირებს ეროვნული ბანკის არასწორ ქმედებებს და მიიჩნევს, რომ ეს სისტემის ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობის შედეგია.


„ლარის გაუფასურება არის იმ მცდარი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც რეფინანსირების სესხებს ზრდის და ამით ზრდის ფულის მასის მიწოდებას.  იმავდროულად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, თავისი ჭკუით, ცდილობს საზოგადოებას წაუკითხოს ”ლექციები”, თითქოსდა ფულის მასის ზრდას არ აქვს არანაირი ზეგავლენა არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე, რაც არის აბსოლუტური უცოდინრობა. სამწუხაროდ, დღეს ასეთი უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იქმნებოდა”. - აცხადებს პროფესორი.


ბ-ნმა ლადომ კომერსანტთან“  ქვეყანაში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ლარისა და ეკონომიკური მდგომარეობაზე ზეგავლენის მქონე ფაქტორებია.


„როცა ქვეყანაში არ არის პოლიტიკური სტაბილურობა,  რა თქმა უნდა, ეს აისახება ამ ქვეყნის ვალუტაზე.  ჩვენ ვიცოდით, რომ  სექტემბერში მოსალოდნელი იყო მთავრობის ცვლილება და, სავარაუდოდ, არის გარკვეული პრობლემები ამ ცვლილებასთან დაკაშირებით. თუმცა მე პირადად, ამ ცვლილებას მივესალმები, რადგან უკვე დიდი ხანია საზოგადოება ელის უფრო აქტიურ და უფრო საქმიან პრემიერ-მინისტრს, ვიდრე ეს გახლდათ ბატონი მამუკა ბახტაძე. პრემიერ-მინისტრი დიდი ხანია შესაცვლელია, სულ ცოტა გაზაფხულის დასაწყისში მაინც, იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და ქვეყანას სჭირდება მართვა. როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრემიერად ადამიანი, რომლის სიტყვას პრაქტიკულად ფასი აქვს ნული. მაგალითად, შარშან სექტემბერში მან გააკეთა პრეზენტაცია იმაზე, რომ თურმე განათლება და მეცნიერება უნდა იყოს პრიორიტეტული და დიდი ზარ-ზეიმით იყალთოს აკადემიაში ჩაატარეს ეს პრეზენტაცია, რასაც, სამწუხაროდ, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.  შემდეგი პრეზენტაცია უკვე გააკეთა წელს თებერვალში, სადაც განგვიცხადა, რომ ბიუჯეტის მეოთხედი უნდა წავიდეს განათლებასა და მეცნიერებაზე, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი დოკუმენტი დღემდე მომზადებული არ არის. ასეთი იყო ყოფილი პრემიერი - განცხადებები და ნაკლები მოქმედება. ასეთი პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, ქვეყანას არ სჭრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა შედის ტურბულენტურ მდგომარეობაში და არჩევნები, როგორც წესი, ქვეყნისთვის ტურბულენტური მდგომარეობაა,“ - აღნიშნა ლადო პაპავამ.


„ასევე გასთვალისწინებელია, რომ ოპოზიციას არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია ბ-ნ მამუკა ბახტაძესთან, არასდროს მოუთხოვია მისი გადადგომა, რადგანაც სუსტი პრემიერ-მინისტრი მისწრებაა ნებისმიერი, განსაკუთრებით დესტრუქციული ოპოზიციისათვის,” - თვლის პროფესორი პაპავა.


ლადო პაპავამ პრემიერის მიერ ფეისბუქ სტატუსით თანამდებობის დატოვების ფაქტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თანამედროვეობის პირობებში მსგავსი ფორმით სერიოზული განცხადებების გაკეთება ნორმალურია.


„ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ Twitter-ით ამცნობს აშშ- ს პრეზიდენტი მთელს მსოფლიოს საკუთარ გადაწყვეტილებებს. ეს მოდერნიზებული პოლიტიკოსების მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმაა. პრემიერი ჟურალისტებთან შეხვედრასაც არ გაურბის, უბრალოდ, მან თავისი ვრცელი განმარტება გააკეთა. მას ამის უფლება ჰქონდა, ასე, რომ ესეც რაღაც სიახლეა ჩვენს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სულაც არ არის გამაღიზიანებელი.  ვფიქრობ, რომ კაცს, რომელიც ამ მაღალ თანამდებობაზე იყო აქვს უფლება საზოგადოებას მიმართოს და დეტალურად დაწეროს რასაც ფიქრობს.“ - განაცხადა ლადო პაპავამ კომერსანტთან საუბარში.


მარიამ მორგოშია





2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...


მსგავსი სიახლეები

up