ლადო პაპავა: ბატონი ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა

ლადო პაპავა: ბატონი ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა

access_time2019-05-23 13:12:37

"მიუხედავად ჩემი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებისა ქადაგიძის მიმართ, ბატონ ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.


პაპავამ ლარის გაუფასურების ძირეულ მიზეზებზე ისაუბრა და ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა ურჩია.


პაპავა მიიჩნევს, რომ სებ-ის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ფრიადოსანი მოსწავლის როლი არ უნდა შეასრულოს და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე უარი ახალ რეჟიმებზე გადასვლის გზით უნდა თქვას, ამისთვის კი ძირეული კვლევები უნდა ჩატარდეს.


"ჩეხეთში გამოიყენება საინტერესო მოდელი, ეს არის ჰიბრიდული ინფლაციური თარგეთირება. მათ აქვთ ორი მიზნობრივი მაჩენებელი. ერთი მიზნობრივი მაჩებენებელია ინფლაცია, მეორე ეს არის გაცვლითი კურსის ზღვრული მაჩვენებლები, ანუ თუ იმ მაჩვენებელს მიაღწევს, ერევა ეროვნული ბანკი, მანამდე ის არის მცურავი კურსი.



ყველა ქვეყანა თავის გზას ეძებს. იმისთვის, რომ საქართველომ თავის თავი იპოვოს, აუცილებელია შემოქმედებითი დისკუსიის უნარი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იქ არიან ბიუროკრატები, რომლებსაც არ აინტერესებთ ცვლილებების შეტანა, მათ კარიერული ზრდა აინტერესებთ. ამიტომ აუცილებელია ჩვენმა მხარემ დააყენოს ეს საკითხი კვლევის დონეზე, შეისწვალოს და აჩვენოს. ჩვენ რომ ფონდთან ურთიერთობა გავირთულოთ, ეს არ იქნება კარგი, რასაკვირევლია, ეს არ უნდა მოხდეს, ამიტომ შემოქმედებითი ურთიერთობაა საჭირო. ხუთიანის მიღება არაა გამოსავალი, თუ საგანი ბოლოდე ნასწავლი არ გაქვს", - ამბობს პაპავა.


ლადო პაპავამ კრისტინ ლაგარდის ვიზიტიც შეაფასა და განაცხადა, რომ შეხვედრების ვიწრო ფორმატში ჩატარება შესაძლოა, კრიტიკული მოსაზრებების თავიდან არიდებას ემსახურებოდა.


"ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჩატარდა ეს შეხვედრა ვიწრო ფორმატში. იმიტომ ხომ არა, რომ არც საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას არ მოესმინა აკრიტიკული მოსაზრებები?


არაერთი საინტერესო კვლევაა, რომლის ჩატარების რესურსი სებ-ში მომუშავე მაღალკვალიფიციურ კადრებს აქვთ, მაგრამ ამას ნება სჭირდება, ხოლო ნება როგორც ვხედვათ, მათ უბრალოდ არ გააჩნიათ. რატომ? – ამასაც მარტივი ახსნა აქვს. დღევანდელ ხელმძღვანელს ჰქონდა კარგი კარიერა სავალუტო ფონდში, მის CV-ში ჩაწერილი სებ–ის ხელმძღვანელობა არის ბრწყინვალე. ერთ დღესაც ის არ იქნება პრეზიდენტი, ეს დღეც დადგება და გააგრძელებს თავის კარიერას ფონდში, რადგანაც ის ფონდის ფრიადოსანი მოწაფე იყო.


თარგეთირების რეჟიმი 2009 წელს იყო მიღებული, მაგრამ მიუხედავად ჩემი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებისა ბატონი ქადაგიძის მიმართ, ბატონი ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა", - განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ.


BMG






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up