ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს

ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს

access_time2019-05-21 16:22:20

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს და მათ მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.


როგორც კახაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში, რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების გზაზე, ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარინტის ძიებასა და შეთავაზებას. ამასთან, დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მთაწმინდის მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან უცვლელი შეთავაზებები აქვს.


„მე, როგორც თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ამ ძალის წარმომადგენელს, მაქვს შეთავაზებები, რომელიც უცვლელია. ეს არის ძველი, ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია, ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, მასში მოსახლის უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით, მისი როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისთვის და ასევე იმ ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ვიცით რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, დასაქმების პრობლემებია, რომელიც ქვეყანასაც ისე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში, აქტიურობა ამ კუთხით, ეკონომიკური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენს მიერ დელეგირებული უფლებებით, იქნება განხორციელებული ზუსტად იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზაზე, ინტერესს გახდის, ჩვენი მონათესავე, ჩევნი ნაწილის, ჩვენი სისხლის და ხორცის, აფხაზი და ოსი ძმების ჩვენთან გაერთიანების სურვილს გაათმაგებს“, - განაცხადა კახაძემ.



მისივე თქმით, დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში ცალკეული და კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას.


„სრულდება შესანიშნავი და საჩვენებელი პროექტი ორბელიანის მოედანზე, რომელიც არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მოვუაროთ წარსულს, როგორ შევქმნათ მისგან ის პროდუქტი, რომელიც ღირსეულად მოემსახურება, მის მომავალს და ერთიორად გაზრდის სურვილს ქალაქის დათვალიერების, იმ ტურისტებისთვის, რომელიც ჩვენთან კიდევ მეტად გაიზრდება. მქონდა საქმიანი შეხვედრა მერთან და მინდა ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ინფორმაციაც გითხრათ, რომ სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში. ესენია: ასათიანის, სულხან საბას და ინგოროყვას ქუჩები. გამოწვევები ძალიან ბევრია, საინტერესო გამოწვევებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც და ჩვენი ღირესული თანადგომა ერთმანეთისადმი, კიდევ ერთხერლ დაადასტურებს, რომ თქვენ ნათელი მომავლისა და ხვალინდელი რწმენით ხართ გაერთიანებულნი დაუჭიროთ მხარი ამ ძალის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. მინდა მადლობის მერე კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე ერთად გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს ბინადრებს, მათი ღირსეული დედაქალაქის, გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.





22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up