ლადო გურგენიძე ქვეყნისთვის აუცილებელ რვა რეფორმას ასახელებს

ლადო გურგენიძე ქვეყნისთვის აუცილებელ რვა რეფორმას ასახელებს

access_time2016-05-18 10:33:38

ლადო გურგენიძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ აპირებს. ყოფილი პრემიერი და ბიზნესმენი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იმ რეფორმების შესახებაც წერს, რომელიც ქვეყანამ უნდა გაატაროს.


"გუშინ რომელიღაც ინტერნეტ სააგენტოს მეშვეობით გავიგე, რომ თურმე გიორგი ვაშაძე გეგმავს ჩემთან კონსულტაციებს. რამდენიმე კვირის წინ სხვა "ნიუსმა" გაიელვა, საარჩევნო სიებში ჩემ ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. ვინც კარგად მიცნობს ეს ისედაც იცის, მაგრამ ვიტყვი მაინც: პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ ვაპირებდი და არ ვაპირებ.


ზოგადად ყველა პატრიოტ და პროგრესულ პოლიტიკოსს წარმატებას ვუსურვებ, მე კი ვიყავი და ვრჩები იგივე გუნდის გულშემატკივრად სადაც მრავალი ჩემი მეგობარია. იგივე გუნდისა ვისაც ოთხი, რვა და თორმეტი წლის წინ ვგულშემატკივრობდი.



რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს, აქ ვერავინ ვერანაირ ახალ სიტყვას ვერ იტყვის. უბრალოდ, საჭიროა გადასახადების შემცირება (და საგადასახადო ადმინისტრირებაში სახელმწიფოს დისკრეციის მაქსიმალური შეზღუდვა), სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება (მილიარდ-ნახევარი ლარით მაინც, თუ მეტით არა), მაქსიმალური დერეგულაცია ყველა მიმართულებით (იმ ფარგლებში მაინც, რის საშუალებასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს) და ახალ რეგულაციებზე რამდენიმე წლიანი მორატორიუმის დაწესება, დარჩენილი სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია, სავალუტო საბჭო ან სულაც თავისუფალი სავალუტო მიმოქცევის რეჟიმის შემოღება, საშუალო განათლებაში school choice (ანუ ვაუჩერული) სისტემის სრულფასოვანი დაბრუნება და ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროში კი სახელმწიფო სახსრების ძალიან მკაფიოდ მხოლოდ მოსახლეობის იმ დაუცველ ფენაზე მიმართვა ვისაც ასეთი დახმარება ნამდვილად სჭირდება.


ყველა რეცეპტი კარგადაა ცნობილი, მათ განსახორციელებლად კი მხოლოდ სახალხო ნდობის მანდატზე დაფუძნებული პოლიტიკური გამბედაობაა საჭირო. თუ ამის საშუალება მიეცათ, მიმაჩნია რომ ეს ყველაზე სრულყოფილად ჩემ მეგობართა გუნდს გამოუვა”, - წერს გურგენიძე.

 



რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up